პროგრამა საწარმოს ხელმძღვანელთათვის
საწარმოს ხელმძღვანელთათვის საბუღალტრო თეორიისა და პრაქტიკის სწავლება ჩვენთან მიმდინარეობს წარმოების, ვაჭრობის, მიწოდების (დისტრიბუცია) და მომსახურების საწარმოთა ფინანსური აღრიცხვის საფუძველზე.
ტრენინგის გავლის შემდეგ ხელმძღვანელი დამოუკიდებლად შეძლებს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას მინიმალური კონსულტაციების გარეშე.
ტრენინგი მოიცავს 5 თემას:
( 1 )
კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური ორგანიზაციების სალაროს, ბანკის, ხელფასების, რეალიზაციის, ხარჯების, დებიტორ–კრედიტორების და ა.შ.
● ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშების არსი და როლი საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში
● ბალანსირების პრინციპი
● ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
● ინვენტარიზაცია
● ფინანსური ანგარიშგება
● საწარმოს ძირითადი ბუღალტრული დოკუმენტაცია, მომზადება და საგადასახადო დეკლარირება
● საწარმოს წესდება
● საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა კრება
● საზოგადოების საერთო კრების ოქმი
● იჯარის ხელშეკრულებები
● საზოგადოების სხვა კომერციული ხელსეკრულებები
● დირექტორის ბრძანება კადრების დანიშვნის შესახებ
● დირექტორის სხვა ბრძანებები
● დირექტორის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შესახებ
● დირექტორის ბრძანება ხელფასის ფონდის შესახებ
● შრომითი ხელშეკრულებები
● სალაროს შემოსავალ–გასავლის ჟურნალი
● საკონტროლო–სალარო აპარატის აღრიცხვის ჟურნალი
● მთავარი წიგნი
● შემოსავალ–გასავლის ორდერები
● საგადასახადო დეკლერაციები
● შედარების აქტი
● ხელფასის უწყისები
● სტატისტიკის ფორმები
● ბანკი ამონაწერები
● ბრუნვითი უწყისი
● ძირითადი სასუალებები
● არამატერიალური აქტივები
● სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები
● მოთხოვნები და ვალდებულებები
● საწესდებო კაპიტალი
● ინვენტარიზაცია
● წლიური ბალანსი
( 2 )
საგადასახადო დეკლარირება - საშემოსავლო, საბაჟო, დღგ – დამატებული ღირებულების გადასახადი, ქონება, მოგება/ზარალი; საბუღალტრო დოკუმენტირება: ჟურნალ–მთავარი, სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლის ორდერი, სალაროს გასავლის ორდერი, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, მემორიალური ორდერი, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია, დღგ–ს გადახდის დეკლარაცია, მოგების გადახდის დეკლარაცია, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედდებული, ანგარიშ–ფაქტურა;
( 3 )
საქართველოს საგადასახადო კოდექსი: ზოგადი დებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელები, საგადასახადო აგენტები, გადასახადის გადამხდელთათვის ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა, საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება, საგადასახადო კონტროლი, საგადასახადო სამართალ–დარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა, საშემოსავო და მოგების გადასახადები, დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი, ადგილობრივი გადასახადები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები;
( 4 )
საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ: ზოგადი ნაწილი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, გარდამავალი დებულებანი;
( 5 )
საქართველოს შრომის კოდექსი: შრომითი ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, შრომითი ხელშეკრულების დადება, გამოსაცდელი ვადა, მივლინება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უქმე დღეები, შვებულება, შრომის ანაზღაურება, დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან, დავა და პასუხისმგებლობა;
ტრენინგები ტარდება კვირაში 3–ჯერ და გაგრძელდება 2 თვემდე, მოთხოვნისამებრ შაბათ–კვირის ჩათვლით. სწავლება მიმდინარეობს, როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. შესაძლებელია სწავლების მცოცავი და თავისუფალი გრაფიკის არჩევა.
პროგრამა მოიცავს როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ სწავლებას.
ტრენინგის ბოლოს ტარდება ტესტირება. წარმატებულ მსმენელებზე გაიცემა საბუღალტრო ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ოფიციალური სერთიფიკატები და შესაბამისი რეკომენდაციები. მსმენელთათვის გათვალისწინებულია უფასო კონსულტაციები.
|
|