|
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო რეფერირებადი და
რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი
(იხილეთ. ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესი”, 2010წ, #4,
ივლისი-აგვისტო. გვ.: 190-192)
,,პირველ განყოფილებაში ავტორი უწინარესად ისტორიულ წიაღსელებს აკეთებს და ჩერდება აღრიცხვასთან დაკავშირებულ სტანდარტებზე.
განყოფილება მეორე ეძღვნება საგადასახადო კოდექსს საბუღალტრო საქმიანობაში. აქვე ნათლად და სრულად წარმოადგენს გადასახადების ნაირსახეობას, აკეთებს საგულისხმო დასკვნებს.
მესამე განყოფილებაში დაკვირვებითაა გადმოცემული საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, ძირითადი წესები, ბუღალტერთა უფლებები, მოვალეობანი, პასუხისმგებლობის საკითხები.
განყოფილება მეოთხეში საქმის ცოდნითაა გაშუქებული ორმაგი ჩაწერის წესი, ცნობილმა იტალიელმა მეცნიერმა, მრავალმხრივი განათლების მქონე ლუკა პაჩიოლიმ რომ დაამკვიდრა და დღესაც აღრიცხვის ხერხემლად ითვლება.
აქვეა სრულყოფილად ახსნილი ბუღალტრული ბალანსის, ბრუნვითი უწყისის, ბუღალტრული გატარებების, დოკუმენტაციების არსი.
წიგნის მეხუთე განყოფილება ეთმობა მზა პროდუქციის კალკულაციას. ავტორი აქაც საკითხის ღრმა ცოდნას ავლენს.
სარეცენზიო ნაშრომის მეექვსე განყოფილებაში დამაჯერებელი მსჯელობაა საბუღალტრო პროგრამა “ორისის” შესახებ.
მოცემული წიგნის დასასრულს შემოთავაზებულია ბუღალტერიის ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, რომელიც, მიგვაჩნია, ერთგვარ დახმარებას გაუწევს საბუღალტრო აღრიცხვის პრობლემებით დაინტერესებულ სპეციალისტებს.
წიგნის მიმართ შეიძლება გამოითქვას შენიშვნებიც.
მეოთხე განყოფილება, რომელიც დაწერილია საბუღალტრო აღრიცხვის ერთ-ერთ უმთავრეს კატეგორიაზე – ბალანსზე, პირდაპირ იწყება ბალანსის მაკეტით და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები ავტორს გამოთქმული აქვს შემდეგ. ვფიქრობთ, ეს არაა თხრობის მართებული ფორმა.
წიგნის დასასრულს, მითითებულია გამოყენებული ლიტერატურული წყაროები, მაგრამ მათში არაა დასახელებული თეორიული ნაშრომები აღრიცხვის პრობლემებზე.
მიუხედავად აღნიშნულისა, მიგვაჩნია, რომ ამ 246-გვერდიანი წიგნის დასტამბვით საბუღალტრო სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრმა დიდად სასარგებლო საქმე გააკეთა. წიგნი სარგებლობას მოუტონს არა მარტო დამწყებ ბუღალტრებს, თეორეტიკოს, პრაქტიკის ბუღალტრებს, ის განსჯისთვის განაწყობს ეცონომისტ-მეცნიერ მუშაკებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯეროვან დახმარებას გაუწევს ასევე ფინანსისტებსაც.
მიგვაჩნია, რომ სარეცენზიო წიგნი შეიძლება სამაგიდო იყოს დამწყები ბუღალტრებისათვის და არა მარტო მათთვის. ეს კი, უდავოდ მისასალმებელია’’
რევაზ გოგოხია
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მურმან ტურავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
|