მთავარი გვერდი | რა არის ბუღალტერია | ჩვენ შესახებ | ვაკანსიები | საკონტაქტო ინფორმაცია | ბმულები ქართული ენა Русский язык English Language
100 შეკითხვა დამწყებ ბუღალტერს

1. რას მოიცავს საბუღალტრო აღრიცხვის საგანი და ობიექტები.

2. რას ნიშნავს საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიში.

3. რას ნიშნავს ტერმინები - ,,დებეტი” და ,,კრედიტი”.

4. როგორი სალდო (ნაშთი) შეიძლება ჰქონდეს აქტივისა და პასივის ანგარიშებს.

5. როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან აქტივისა და პასივის ანგარიშები.

6. რაში მდგომარეობს აღრიცხვის ორმაგი ჩაწერის არსი და მნიშვნელობა.

7. რას ნიშნავს ბუღალტრული გატარება და ტერმინი ,,მოკორესპონდენტო ანგარიში”.

8. რას ნიშნავს ტერმინი ,,ქვეანგარიში”.

9. რა ურთიერთკავშირია ბალანსსა და საბუღალტრო ანგარიშებს შორის.  

10.  რა დანიშნულება აქვს ბრუნვით უწყისს.

11.  რა არის ანგარიშთა გეგმა.

12.  აგვიხსენით ანგარიშთა გეგმის შინაარსი.

13.  რას მოიცავს საბუღალტრო დოკუმენტაციის რეკვიზიტები.

14.  რა დანიშნულება აქვს საბუღალტრო, საგადასახადო და სამეწარმეო დოკუმენტაციას.

15.  როგორ ვიპოვოთ შეცდომები, რომლებიც დაშვებულია საბუღალტრო გატარებების დროს.

16.  საბუღალტრო გატარებების დროს დაშვებული შეცდომების რამდენი სახეობაა თქვენთვის ცნობილი.

17.  ჩამოთვალეთ ინვენტარიზაციის ამოცანები.

18.  აღრიცხვის რამდენი მეთოდია თქვენთვის ცნობილი.

19.  აგვიხსენით აღრიცხვის მეთოდების მოთხოვნები და თავისებურებები.

20.  ვინ აგებს პასუხს საბუღალტრო აღრიცხვის არასწორი ორგანიზებისათვის.

21.  რა უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა აკისრია საწარმოს მთავარ ბუღალტერს.

22. რას მოიცავს საწარმოს საწესდებო კაპიტალი.

23. რომელ ანგარიშებზე აღირიცხება საწარმოს საწესდებო კაპიტალი.

24. რას მოიცავს საწარმოს ძირითადი საშუალებები.

25. რამდენ ჯგუფად იყოფა საწარმოს ძირითადი საშუალებები.

26. ძირითადი საშუალებების ცვეთის რამდენი მეთოდი არსებობს.

27. რა შემთხვევაში გამოიყენება ძირითადი საშუალებების ცვეთის მეთოდები.

28. როგორ აღირიცხება ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები.

29. როგორი საბუღალტრო გატარებაა საჭირო, როცა ვარიცხავთ ცვეთას.

30. რას მოიცავს საწარმოს არამატერიალური აქტივები.

31. ცვეთის რომელი მეთოდი გამოიყენება არამატერიალური აქტივების მიმართ.

32. რას ნიშნავს ხელფასის ფონდი.

33. რომელი განაკვეთით იბეგრება ხელფასის ფონდი.

34. რა არის კურსთა შორის სხვაობა.

35. როგორ აღირიცხება კურსთა შორის სხვაობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები.

36. გადასახადის რომელი განაკვეთით იბეგრებიან რეზიდენტი პირები.

37. გადასახადის რომელი განაკვეთით იბეგრებიან არარეზიდენტი პირები.

38. რა სახის დაკავებები შეიძლება დაუკავდეს საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომელს.

39.  აგვიხსენით რა არის კალკულაცია (თვითღირებულება).

40. რას მოიცავს კალკულაციის შემადგენლობა.

41. იდენტურია თუ არა ტერმინები - ,,პირდაპირი ხარჯები” და ,,ძირითადი ხარჯები”.

42. რა განსხვავებაა ტერმინებს - ,,პირდაპირი ხელფასი” და ,,არაპირდაპირი ხელფასი” – შორის.

43. საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, რომელი ხარჯები შეგვიძლია გამოვქვითოთ ერთობლივი შემოსავლებიდან.

44. შეადგინეთ კალკულაციის ელემენტები შემდეგი სფეროების – წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება, დისტრიბუცია – მიხედვით.

45. საჭიროა თუ არა, საწარმოს ხელმძღვანელმა ბრძანებით დაამტკიცოს კალკულაციის შემადგენლობა.

46. რას ნიშნავს უიმედო ვალი.

47. რა შემთხვევაში შეიძლება უიმედო ვალების ხარჯებად აღიარება.

48. რას ნიშნავს მზა პროდუქცია.

49. რა განსხვავებაა ტერმინებს - ,,საქონელი” და ,,მზა პროდუქცია” – შორის.

50. როგორი საბუღალტრო გატარება გაკეთდება მზა პროდუქციის შექმნის დროს.

51. აგვიხსენით მზა პროდუქციის წარმოების ეტაპები.

52. რა არის სალარო.

53. რა შემთხვევაში გამოიყენება სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები.

54. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ მთავარმა ბუღალტერმა ერთდროულად შეასრულოს მთავარი ბუღალტრისა და მოლარის ფუნქციები ან საწყობის გამგის მოვალეობებიც შეითავსოს ანდა საკადრო საკითხებიც მოაგვაროს.

55. რას ითხოვს კანონი მივლინების შესახებ.

56. რა იცით მივლინების წესების შესახებ და რომელ ანგარიშებზე გატარდება მივლინება.

57. როგორ აღირიცხება ბანკის სესხი.

58. როგორ აღირიცხება ბანკის სესხის პროცენტი.

59. რომელ ანგარიშზე აისახება ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნები და მის წინაშე საწარმოს ვალდებულებები.

60. იბეგრება თუ არა პროცენტი.

61. რომელ ანგარიშზე აისახება სესხი დამფუძნებლისაგან.

62. რა არის საბოლოო ფინანსური შედეგი.

63. როგორ გამოვთვალოთ საბოლოო ფინანსური შედეგი.

64. როგორ განისაზღვრება მოგება და რა განსხვავებაა ფინანსურ და საგადასახადო მოგებებს შორის.

65. რა განსხვავებაა ტერმინებს - ,,საოპერაციო შემოსავლები” და ,,არასაოპერაციო შემოსავლები” – შორის.

66. საგადასახადო წლის ბოლოს როგორ იბეგრებიან იურიდიული პირები.

67. საგადასახადო წლის ბოლოს როგორ იბეგრებიან ფიზიკური პირები.  

68. რა განსხვავებასა და მსგავსებას ხედავთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის.

69. მოგება/ზარალის საბუღალტრო ანგარიშს აქვს თუ არა ნაშთი.

70. რას ნიშნავს მოგება/ზარალის საბუღალტრო ანგარიშის სადებეტო ნაშთი.

71. რას ნიშნავს მოგება/ზარალის საბუღალტრო ანგარიშის საკრედიტო ნაშთი.

72. ჩამოთვალეთ ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების სახეები.

73. როგორი თანმიმდევრობითაა მიზანშეწონილი ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების ფორმების დალაგება.

74. ვისი ხელმოწერები კეთდება ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების ფორმებზე.

75. შეიძლება თუ არა ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების ფორმების საჯარო გამოქვეყნება ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მეშვეობით.

76. დაასახელეთ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ანგარიშგების ფორმების წარდგენის ვადები.

77. ვინ განსაზღვრავს საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკას.

78. რა არის სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

79. მატერიალური და არამატერიალური აქტივების ცვეთის რამდენი მეთოდია თქვენთვის ცნობილი.

80. ვინ ირჩევს მატერიალური და არამატერიალური აქტივების ცვეთის მეთოდებს.

81. რა მოთხოვნები აქვს საგადასახადო კოდექსის 111-ე და 112-ე მუხლებს მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ.

82. როგორი ბუღალტრული გატარებები კეთდება, როცა ხდება მზა პროდუქციის რეალიზაცია.

83. როგორი ბუღალტრული გატარებები კეთდება, როცა ხდება მზა პროდუქციის წარმოება.

84. შეიძლება თუ არა შეიცვალოს კალკულაციის მუხლები და შესაბამისი ბრძანებები სხვადასხვა მიწოდების ფასებისა და რეალიზაციის პირობების ცვლილების შედეგად.

85. რა თავისებურებებით გამოირჩევა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებები.

86. რა დანიშნულება აქვს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორების დავთარის წარმოებას.

87. რომელ საწარმოებში გამოიყენება შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული წესით აღრიცხვის დოკუმენტაცია.

88. გამოიყენება თუ არა აღრიცხვის ორმაგი ჩაწერის წესი იმ საარმოებში, სადაც ხდება შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა.

89. გამოიყენება თუ არა მცირე საწარმოებში, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დროს, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები.

90. შეუძლია თუ არა მცირე მეწარმეს, რომელსაც არ ყავს დაქირავებული პერსონალი, პერსონალურად (ბუღალტრის გარეშე) აწარმოოს საბუღალტრო, საგადასახადო და სამეწარმეო აღრიცხვის პროცესი და შესაბამისი დოკუმენტაცია.

91. აგრძელებს თუ არა ბუღალტრული აღრიცხვის პროცესს მეწარმე, როცა ის დროებით წყვეტს სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას.

92. რა პერიოდს მოიცავს საბუღალტრო, საგადასახადო და სამეწარმეო დოკუმენტაციის ხანდაზმულობის ვადა.

93. აგვიხსენით, რას ნიშნავს საწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, გაყოფა, შერწყმა და როგორი საბუღალტრო გატარებები კეთდება შესაბამისი პროცესების დროს.

94. რას ნიშნავს ტერმინი - ,,ფორს-მაჟორი”

95. რომელი ანგარიშის სადებეტო მუხლი აღრიცხავს იმ ხარჯებს (ზარალს), რომელიც განპირობებულია გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული მდგომარეობით.

96. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა განსხვავება ან არსებობს თუ არა კავშირი მმართველობით, ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვის ელემენტებს შორის.

97. ვინ აფორმებს და შემდეგ ბრძანებით ვინ ამტკიცებს ბიზნესის სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

98. რომელი საუკუნიდან იწყება საბუღალტრო აღრიცხვის ისტორია და ზოგადად რას მოიცავს აღრიცხვა, აღრიცხვის რამდენი სახეობაა თქვენთვის ცნობილი.

99. თქვენ იწყებთ საბუღალტრო კარიერას და გთავაზობენ ხელზე ასაღებ ხელფასს 2000 ლარის ოდენობით, მაგრამ ამავდროულად გთავაზობენ ალტერნატიულ ბიზნესში ხელზე ასაღებ ხელფასს 150 ლარის ოდენობით, რომელ სამუშაო ადგილს აირჩევდით.

100. ვინ იყო საბუღალტრო აღრიცხვის ორმაგი ჩაწერის წესის ფუძემდებელი.